დრონები, რადარები, ნაღმები | ბრიტანეთმა და ნორვეგიამ უკრაინისთვის £450-მილიონიანი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადეს

გამოქვეყნდა:

" რამშტეინის" ფორმატში უკრაინის მოკავშირეების მორიგი შეხვედრის წინ ბრიტანეთმა, ნორვეგიასთან ერთად, უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 450 მილიონ ფუნტს, (დაახლოებით 585 მილიონი დოლარს) შეადგენს.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ თანხიდან 350 მილიონი ფუნტი ბრიტანეთის მიერ არის გაცემული, ხოლო დანარჩენი 100 მილიონი ფუნტი ნორვეგიის მიერ, " უკრაინის ფონდის" მეშვეობით, რომელსაც ბრიტანელები მართავენ.

ეს თანხა, როგორც სამინისტროში აკონკრეტებენ, მოხმარდება ასიათასობით დრონის, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმისა და რადარების წარმოებას, ხოლო 160 მილიონი განკუთვნილია იმ ტექნიკის შეკეთებასა და მოვლაზე, რომელიც ბრიტანეთმა უკვე გადასცა უკრაინას.

ხუთშაბათს ბრიუსელში გაიმართა "მსურველთა კოალიციის" შეხვედრა, პარასკევს კი უკრაინის მოკავშირეების მორიგი შეხვედრა ამავა ქალაქში 50 ქვეყნის მონაწილეობით "რამშტეინის" ფორმატში გაიმართება. როგორც BBC წერს, მას შემდეგ, რაც "რამშტეინი" ამერიკელებმა დატოვეს, შეხვედრას ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრები ჯონ ჰილი და ბორის პისტორიუსი გაუძღვებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი