"რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდაზე ერთადერთი საკითხი დევს - ცეცხლის შეწყვეტა" | სახდეპის პრესსპიკერი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თემი ბრიუსის განცხადებით, ერთადერთი საკითხი, რომელიც აშშ-მა რუსეთთან შეიძლება განიხილოს მოლაპარაკებების დროს ცეცხლის შეწყვეტაა. 

"ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ ამაში პრეზიდენტი ტრამპია ჩართული. ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო დიპლომატები, რა თქმა უნდა, მდივანი რუბიოს  ხელმძღვანელობით. ჩვენი ხელმძღვანელობის ყველა წევრმა, განსაკუთრებით პრეზიდენტმა ტრამპმა და მდივანმა რუბიომ საჯაროდ, ნათლად განაცხადეს, თუ რა დევს სასწორზე, როდესაც საქმე ეხება ამ სიტუაციის დასრულებას. ეს არის დინამიკა, რომელიც სამხედრო გზით არ მოგვარდება. ეს ხორცსაკეპი მანქანაა. სხვა არაფრის განხილვაა შესაძლებელი შედეგთან დაკავშირებით, სანამ სროლა და მკვლელობები არ შეწყდება...

ვფიქრობ, პრეზიდენტმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდაზე ერთადერთი საკითხი დევს - ცეცხლის შეწყვეტა, რომ არ არსებობს სხვა დინამიკა, რომლის განხილვა ან ხელშეწყობა მოხდება, სანამ ეს საკითხი არ მოგვარდება," - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი