გერმანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც IRIS-T-ის თავდაცვის სისტემებსა და Patriot-ის რაკეტებს მოიცავს

გამოქვეყნდა:

50-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის [რამშტაინი] შეხვედრას მართავს, რომელსაც გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრები თანათავმჯდომარეობენ.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ამ შეხვედრაზე დღეს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ბორის პისტორიუსის თქმით, მისი ქვეყანა 2029 წლამდე უკრაინისთვის 11 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას გეგმავს, რომელიც მოიცავს:

  • ოთხი IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას, მათ შორის 300 მართვად რაკეტას;
  • 120 გადასატან საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემას;
  • 25 Marder-ის ჯავშანმანქანას;
  • 15 Leopard 1A5 ტანკს;
  • 14 საარტილერიო სისტემას;
  • 100 სახმელეთო სათვალთვალო რადარს;
  • 30 რაკეტას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის;
  • დამატებით 100,000 საარტილერიო ჭურვს ( გერმანიის მიერ მიწოდებული ჭურვების საერთო რაოდენობა 500,000-მდე გაიზრდება)
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი