"ნაციონალური მოძრაობის" საოლქო კომისიის წევრს, ლაშა ქველაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ქველაძე პოლიციის განყოფილებიდან კლინიკაში რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს. მას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის პოლიციის განყოფილებაში ლაშა ქველაძე, დღეს დილით ადვოკატთან ერთად მივიდა და დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ელოდებოდა, თუმცა ცოტა ხანში მას ბრალი წაუყენეს და დააკავეს.
ცნობისთვის, ლაშა ქველაძეს 29 სექტემბერს, მარნეულში მომხდარი დაპირისპირების დროს "ოცნების" აქტივისტებმა და ადგილობრივმა მაღალჩინოსნებმა სასტიკად სცემეს.
ქველაძის დაკავებაზე ოფიციალური განცხადება დღეს შსს-ში გააკეთეს. განცხადება გაავრცელა პროკურატურამაც