გენერალური პროკურატურის განცხადებით, მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 3 პირს ბრალი წარუდგინეს. 

მათ შორისაა "ერთიანი ნაცინალური მოძროაბის" მარნეულის საოლქო კომისიის წერვი ლაშა ქველაძე, რომელსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ჩადენილი ძალადობა)  წარუდგინა.  

ძალადობის ფაქტებზე გ.შ.-ს  ბრალდება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" პუნქტებით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ,), ხოლო გ.ჯ-ს 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე გ.ქ. 2020 წლის 4 ოქტომბერს, ხოლო  გ.შ. და გ.ჯ. 2020 წლის 3 ოქტომბერს დააკავეს, - წერი პროკურატურის განცხადებაში.

უწყების განცხადებით,  ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უზრუნველყოფით გირაოს - 5 000 ლარის შეფარდების შუამდგომლობით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. 

შეგახსენებთ, რომ მარნეულსა და ბოლნისში მომხდარ ინციდენტებზე 2 "ოცნების" და 2 ენმ-ს აქტივისტია დაკავებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი