პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის პროპაგანდისტებს და მათ ვინც რუსეთს ამართლებს, ახალი სანქციები დაუწესა.
სასანქციო სიაში მოხვდა 18 მედია საშუალება და 71 ადამიანი - მათ შორის არის პროსახელისუფლებო Россия 1-ის კორესპონდენტი ალექსანდრ სლადკოვი, ჟურნალისტი არინა შარაპოვა, მუსიკალური პროდიუსერი იური ბარდაში.
გარდა ამისა, ზელენსკიმ სანქციები დაუწესა რუსულ ჩრდილოვან ფლოტს და იმ პირებს, რომლებიც მის ფუნქციონირებასთან არიან კავშირში.
გადაწვეტილების თანახმად, ე.წ. შავ სიაში მოხვედრილ პირებს გაეყინებათ აქტივები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზეა, გარდა ამისა, ვერ გაიტანენ იმ კაპიტალს, რომელიც ასევე უკრაინის ტერიტორიაზეა.