ღამით რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია. თავდასხმამ დედაქალაქში რამდენიმე ხანძარი გამოიწვია, დაშავდა, სულ მცირე, ორი ადამიანი.
ხანძარი გაჩნდა რამდენიმე შენობაში, ასევე, სამ საწყობში.
დაშავებულების მდგომარეობა, ჯერჯერობით, უცნობია.
რუსეთის ბოლო მასშტაბური თავდასხმა კიევზე 6 აპრილს მოხდა, რასაც 1 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.