რუსეთი, დღეს, 13 აპრილის დილას, ბალისტიკური რაკეტებით უკრაინაში, ქალაქ სუმის დაესხა თავს, შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი, არტემ კობზარი ავრცელებს.
"მტერმა კვლავ დაარტყა მშვიდობიან მოსახლეობას... ბზობის ამ ნათელ დღეს, ჩვენმა თემმა საშინელი ტრაგედია განიცადა" - დაწერა მან.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი იერმაკმა კი აღნიშნა: "რუსებმა სუმის ქალაქი რაკეტებით დაბომბეს, მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს".