"დღეს დილით, ორმა რუსულმა რაკეტამ უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრს დაარტყა, რამაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, მათ შორის კვლავ ბავშვებიც.
ყველამ იცის: ეს ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო. დღეს კი ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთმა აირჩია მისი გაგრძელება - ადამიანის სიცოცხლის, საერთაშორისო სამართლისა და პრეზიდენტ ტრამპის დიპლომატიური ძალისხმევის აშკარა უგულებელყოფით.
საჭიროა ძლიერი ზომები, რომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა ვაიძულოთ. საფრანგეთი ამ მიზნის მისაღწევად, თავის პარტნიორებთან ერთად, დაუღალავად შრომობს.
მსხვერპლს, დაჭრილებსა და მთელ უკრაინას, რომელიც წინააღმდეგობას განაგრძობს - ჩვენი სოლიდარობა, პატივისცემა და ურყევი ერთგულება"
- ამის შესახებ სოციალურ ქსელში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი წერს და რუსეთის მიერ სუმზე თავდასხმას ეხმიანება.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილას რუსეთი ქალაქ სუმს ბალისტიკური რაკეტებით დაესხა თავს, შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი. დაშავებულია 84 ადამიანი.