"შეძრწუნებული ვარ სუმის მშვიდობიან მოსახლეობაზე რუსეთის საშინელი თავდასხმებით და ჩემი ფიქრები ამ ტრაგიკულ დროს მსხვერპლებთან და მათ ახლობლებთანაა.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ აჩვენა თავისი ერთგულება მშვიდობისადმი.
პუტინი ახლა უნდა დათანხმდეს ცეცხლის სრულ და დაუყოვნებლივ შეწყვეტას, პირობების გარეშე."
ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა დაწერა X-ზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილას რუსეთი ქალაქ სუმს ბალისტიკური რაკეტებით დაესხა თავს, შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი. დაშავებულია 84 ადამიანი.