გერმანიის მომავალი კანცლერი, რომელიც ოლაფ შოლს მაისში შეცვლის, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების - Taurus-ების მიწოდების მომხრეა. მერცის თქმით, Taurus-ები, რომლის მოქმედების რადიუსიც 500 კილომეტრს აღწევს, შესაძლოა კიევს მიეწოდოს, თუ ეს ინიციატივა უკრაინის სხვა მოკავშირე ქვეყნებთანაც შეთანხმდება.
„აშშ [უკრაინას რაკეტებით] ამარაგებს, საფრანგეთი ამარაგებს, დიდი ბრიტანეთი ამარაგებს, ჩვენც უნდა მოვამარაგოთ“, - თქვა მერცმა.
გერმანიის მოქმედი კანცლერი, ოლაფ შოლცი, Taurus-ების კიევისთვის მიწოდებას არ თანხმდებოდა და თავის პოზიციას იმით ხსნიდა, რომ მათი მოქმედების რადიუსი კიევს საშუალებას მისცემდა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დაერტყა, რაც, შოლცის აზრით, გერმანიის პირდაპირ ჩართვას ნიშნავდა ომში.