რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის ქალაქ სუმს ორი „ისკანდერ-M“ ტიპის რაკეტით დაარტყეს. ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის უწყებამ დარტყმის "სამიზნედ" უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის სარდლობის შტაბის შეხვედრის ადგილი დაასახელა.
კვირას, რუსეთმა სუმზე თავდასხმის შედეგად, 34 ადამიანი მოკლა, მათ შორის, 2 ბავშვი. დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი.