"რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ბაიდენის ომია და არა ჩემი. მე ახლახან მოვედი აქ და ჩემი ვადის - ოთხი წლის განმავლობაში არანაირი პრობლემა არ შემქმნია მისი [ომის] თავიდან ასაცილებლად. პრეზიდენტი პუტინი და ყველა დანარჩენი პატივს სცემდა თქვენს [ამერიკელების] პრეზიდენტს! ამ ომთან არაფერი მქონდა საერთო, მაგრამ გულმოდგინედ ვმუშაობ, რათა შეჩერდეს სიკვდილი და ნგრევა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, რაც მრავალი თვალსაზრისით ასე იყო, ეს საშინელი ომი არასდროს მოხდებოდა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ და თაღლითმა ჯო ბაიდენმა საშინელი საქმე შეასრულეს, როცა ამ საზარლობის დაწყება დაუშვეს. მისი დაწყების თავიდან ასაცილებლად მრავალი გზა არსებობდა. მაგრამ ეს წარსულია. ახლა ეს უნდა შევაჩეროთ და სწრაფად. ძალიან სამწუხაროა!".
- დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.