"არანაირი შეთანხმება, სანამ ხოცვა-ჟლეტა არ შეწყდება, სანამ ეს ხორცსაკეპი მანქანა იქნება" | აშშ რუსეთისთვის სანქციების შესაძლო შემსუბუქებაზე

გამოქვეყნდა:

არ იქნება მოლაპარაკებები, არანაირი გადაწყვეტილებები, არანაირი შეთანხმება, სანამ ხოცვა- ჟლეტა არ შეწყდება - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა ჟურნალისტის შეკითხვას, ხომ არ განხილულა მოლაპარაკებებზე, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების რაიმე ფორმით შემსუბუქება, ან მოხსნა?

"რა თქმა უნდა, არ ვისაუბრებ თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტს, მდივან რუბიოს და ნებისმიერ სხვა ლიდერს შორის გამართულ დისკუსიაზე. რაც შემიძლია ვთქვა, არის შეხსენება იმისა, რაც თავიდანვე ნათელი იყო: არ იქნებოდა მოლაპარაკებები, არანაირი გადაწყვეტილებები, არანაირი შეთანხმება მანამ, სანამ ხოცვა-ჟლეტა არ შეწყდება. ხოლო ბზობის კვირის შემდეგ, ცხადია, რომ მეტი კითხვა უნდა გაჩნდეს იმის შესახებ, თუ ვინ არის სინამდვილეში მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის ერთგული. მაგრამ არ არსებობს მოლაპარაკებები ან შეთანხმება, რომელიც დაფუძნებულია ადმინისტრაციის და ასევე მდივან რუბიოს რეგულარულ განცხადებებზე, სანამ ეს ხორცსაკეპი მანქანა იქნება. ეს არ შეცვლილა. და სანამ ეს არ შეწყდება, მსგავსი არაფერი ხდება და ჩვენ, ცხადია, ვაგრძელებთ მუშაობას ამ მხრივ ცეცხლის შეწყვეტისთვის." თქვა ტემი ბრიუსმა.

ცნობისთვის, რუსეთმა ბზობის დღესასწაულზე სუმის რეგიონზე ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა იერიში და 34 ადამიანი მოკლა, მათ შორის, 2 ბავშვი. დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი