ნიკოპოლზე რუსული თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა

გამოქვეყნდა:

დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლზე რუსული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გუბერნატორი სერხი ლისაკი ავრცელებს. 

ლისაკის განცხადებით, დაშავებულთაგან ოთხი მძიმე მდგომარეობაშია, ისინი სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

თავდასხმის შედეგად ქალაქში ცეცხლი გაჩნდა. გუბერნატორის თქმით, დაზიანდა მაღაზია, კაფე, რამდენიმე სახლი, ავტომობილი და ავტობუსის გაჩერება. 

რეგიონული ხელისუფლების ცნობით, გასული დღის განმავლობაში, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 70-მდე დაშავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი