უკრაინასთან მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი შესაძლოა მომავალ ხუთშაბათს მოეწეროს - განცხადება დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, იტალიის პრემიერ ჯორჯია მელონისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ჩვენ გვაქვს შეთანხმება სამთო მოპოვებასთან დაკავშირებით, რომელსაც, ვფიქრობ, ხუთშაბათს მოეწერება ხელი. მომავალ ხუთშაბათს. ჩვენ გვაქვს შეთანხმება ამ საკითხზე“, - თქვა ტრამპმა
შეგახსენებთ, უკრაინა-ამერიკის შეთანხმება მინერალებზე უკრაინის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის დროს უნდა გაფორმებულიყო, თუმცა ტრამპსა და ზელენსკის შორის მომხდარმა საჯარო დაპირისპირებამ ხელმოწერა ჩაშალა.