Bloomberg: აშშ-მა მოკავშირეებს რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის უზრუნველსაყოფად, წინადადებები წარუდგინა

გამოქვეყნდა:

Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-მა მოკავშირეებს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის უზრუნველსაყოფად, წინადადებები წარუდგინა, რომელიც, მათ შორის, ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებების დასრულებასა და მოსკოვისთვის სანქციების შემსუბუქების პირობებს გულისხმობს.

როგორც Bloomberg-ი წერს, ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მზადაა სამშვიდობო ძალისხმევა "გააგრძელოს", თუ პროგრესი სწრაფად არ მოხდება. თუმცა, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა რომში განაცხადა, რომ ის "ოპტიმისტურად" არის განწყობილი ომის დასრულების შანსების მიმართ.

Bloomberg-ის წყაროების თანახმად, შეთავაზებული გეგმა ფაქტობრივად გაყინავს ომს და უკრაინის ტერიტორიები, რომლებიც ამჟამად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, მოსკოვის კონტროლის ქვეშ დარჩება. ამასთან, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მისწრაფებებზე საუბარი არ ყოფილა - სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ცნობისთვის, პარიზის მოლაპარაკებები მოიცავდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და აშშ-ის წარმომადგენელ სტივ ვიტკოფს შორის შეხვედრას, ასევე რუბიოსა და საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებსა და მომლაპარაკებლებს შორის დისკუსიებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი