Sky News: ხვალ, უკრაინა და რუსეთი ტყვეებს გაცვლიან

გამოქვეყნდა:

Sky News-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 19 აპრილს, არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით, რუსეთი და უკრაინა ტყვეებს გაცვლიან.

წყაროს ცნობით, საუბარია თითქმის 500 ტყვეზე - 246 ადამიანი თითო მხრიდან, მათ შორის 46 დაჭრილი სამხედროა.

Sky News-ი წერს, რომ ეს ცნობები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ აშშ შეწყვეტს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მცდელობებს რამდენიმე დღეში, თუ არ იქნება ნათელი ნიშნები იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი