უკრაინული მედიის ინფორმაციით, 23 აპრილს ლონდონში დაგეგმილ შეხვედრას, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი დაესწრება. შეხვედრაში ბრიტანეთის და უკრაინის გარდა მონაწილეობას საფრანგეთი და აშშ მიიღებენ.
ასევე, უკრაინის დელეგაციაში იქნება ქვეყნის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, პაველ პალისა.
მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ესაუბრა და თქვა, რომ 23 აპრილს ლონდონში შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საფრანგეთის და აშშ-ის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.