"უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მუშაობა მთელი ჩემი ცხოვრების პატივია" | ბრიჯიტ ბრინკის გამოსამშვიდობებელი მიმართვა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი გამოსამშვიდობებელ მიმართვას აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ბრიჯიტ ბრინკი თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს. უკრაინაში აშშ-ის ელჩად 2022 წლის მაისში დაინიშნა

"უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მუშაობა მთელი ჩემი ცხოვრების პატივია. უკრაინამ სამართლიანად მოიპოვა მამაცი ერის რეპუტაცია, რომელიც ევროპას ეკუთვნის. სუვერენული პარტნიორი, რომელიც ძლიერი, მტკიცე და ნოვატორია. მაგრამ სამუშაო ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ მხარს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას ვუჭერთ", - აცხადებს ბრინკი.   
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი