უკრაინაში, ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 22, მათ შორის სამი ბავშვი. ამის შესახებ გუბერნატორმა ივან ფედოროვმა განაცხადა.
ფედოროვის განცხადებით, რუსეთის ძალებმა ქალაქს დაახლოებით დილის 11:40 საათზე ორი KAB ბომბით შეუტიეს, რომელთაგან ერთი ინფრასტრუქტურულ ობიექტს, ხოლო მეორე - მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობას მოხვდა.
თავდასხმის შედეგად 69 წლის ქალი დაიღუპა.
ასევე, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე ცხრასართულიანი საცხოვრებელი შენობა და საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, ხოლო ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა.