Financial Times: ვლადიმერ პუტინი აშშ-ს უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვას სთავაზობს

გამოქვეყნდა:

Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა შესთავაზა.

როგორც გამოცემა 3 ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, სანქტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს განუცხადა, რომ მოსკოვს შეუძლია უკრაინის 4 ნაწილობრივ ოკუპირებულ რეგიონზე - დონეცკზე, ლუგანსკზე, ხერსონსა და ზაპოროჟიეზე, უარი თქვას, თუ შეერთებული შტატები მოსკოვისთვის უფრო ფართო გეოპოლიტიკურ დათმობებზე წავა - კერძოდ, ყირიმზე რუსეთის კონტროლის აღიარება და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე საუბრის დასრულება.

Financial Times-ი აღნიშნავს, რომ "ეს წინადადება პირველი ოფიციალური სიგნალია, რომელიც პუტინმა 3 წლის წინ ომის დაწყვებიდან გააკეთა ანუ რუსეთმა შეიძლება უკან დაიხიოს თავისი მაქსიმალური მოთხოვნებისგან შეჭრის შესაჩერებლად". ამავდროულად, ევროპელი მაღალჩინოსნები, რომლებიც Financial Times-ს ესაუბრნენ, შიშობენ, რომ პუტინი შესაძლოა აშშ-ის მხრივ დათმობას იყენებს, რათა ტრამპი პუტინის სხვა მოთხოვნების მიღებაზე დაითანხმოს და ისინი უკრაინას თავს მოახვიოს უკრაინას.

Financial Times-ის ცნობით, ახლა კიევზე დიდი ზეწოლა ხორციელდება, რომ დათმობაზე წავიდნენ, რათა ტრამპმა გამარჯვების შესახებ გამოაცხადოს.

ცნობისთვის, ტრამპის წინადადებები მოიცავს უკრაინაში ევროპული სამშვიდობო კონტინგენტის განლაგებას, ასევე ცალკეული, NATO-ს არაწევრი სამხედრო ძალების განლაგებას, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგს განახორციელებენ. ეს ძალები უკრაინელ და რუს ჯარებთან ერთად იმუშავებენ, რომლებიც კონტაქტური ხაზის ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დააკვირდებიან. პოტენციური შეთანხმების თანახმად, უკრაინა უარს იტყვის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ძალით დაბრუნებაზე, ხოლო რუსეთი დათანხმდება თავისი არმიის შეჩერებაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი