რუსებმა ქალაქ მარგანეცში ავტობუსს დაარტყეს | დაიღუპა 9, დაშავდა 30 ადამიანი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცში ავტობუსს დაარტყეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი ავრცელებს.

ლისაკის ცნობით, რუსებმა ავტობუსს დაარტყეს, რომელშიც ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

როგორც ლისაკი წერს, წინასწარი მონაცემებით, რუსებმა თავდასხმის დროს ე.წ. კამიკაძე დრონი გამოიყენეს. მისივე თქმით, დაშავებულთა რაოდენობა იზრდება - ბოლო ცნობებით, თავდასხმის დროს 30 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი