"პრეზიდენტი ტრამპი იმედგაცრუებულია, მისი მოთმინება იწურება" | თეთრი სახლის პრესმდივანი უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე

გამოქვეყნდა:

"ზელენსკი მედიის მეშვეობით ცდილობს სამშვიდობო მოლაპარაკებას. ეს მიუღებელია, მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა უნდა წარიმართოს," - ამის შესახენ თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა

"პრეზიდენტის [ტრამპის] ეროვნული უსაფრთხოების გუნდმა, მისმა მრჩევლებმა მნიშვნელოვანი დრო, ენერგია და ძალისხმევა დახარჯეს ამ ომის დასასრულებლად. ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა გადაიხადეს (...) ამ ძალისხმევისთვის. საკმარისია. პრეზიდენტი ტრამპი იმედგაცრუებულია. მისი მოთმინება იწურება. მას სურს გააკეთოს ის, რაც სწორია მსოფლიოსთვის. მას მშვიდობის დანახვა სურს. მას მკვლელობის შეჩერება სურს. მაგრამ იმისათვის, რომ ეს მოხდეს, კონფლიქტის ორივე მხარე მზად უნდა იყოს ამისთვის," - აღნიშნა მან.

მისი თქმით, უკაინას არავინ სთხოვს, რომ ყირიმი რუსეთის ფედერაციის ნაწილად აღიაროს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი