რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით შეუტიეს | პავლოგრადში 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით შეუტიეს. თავდასხმის შედეგად პავლოგრადში 3 ადამიანი დაიღუპა და 8 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაციას ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი ავრცელებს.

თავდასხმის შედეგად ქალაქში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი უკიდია ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს. ადგილზე საგანგებო სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი