აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Time-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთს დარჩევა და უკრაინა NATO-ში გაწევრიანებას ვერ შეძლებს.
"არა მგონია რომ ისინი ოდესმე შეძლებენ NATO-ში გაწევრიანებას. ვფიქრობ, პირველივე დღიდან, ომის დაწყების მიზეზი ის იყო, რომ მათ NATO-ში გაწევრიანებაზე დაიწყეს საუბარი. ეს საკითხი რომ არ წამოჭრილიყო. გაცილებით მეტი შანსი იქნებოდა, რომ ის არ დაწყებულიყო," - განაცხადა ტრამპმა.
ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა კითხვას, უნდა გადაეცეს თუ არა ყირიმი რუსებს, განაცხადა, რომ "ყირიმი რუსებს გადაეცათ. ის მათ ბარაკ ჰუსეინ ობამამ გადასცა... ყირიმში ხალხი ძირითადად რუსულად საუბრობს...".
"თუ ყირიმი რუსეთს დარჩება, მხოლოდ ყირიმზე უნდა ვისაუბროთ, რადგან ეს არის ის, რასაც ყოველთვის ახსენებენ. ყირიმი რუსეთს დარჩება. ზელენსკი ამას ხვდება და ყველას ესმის, რომ ეს მათთან დიდი ხანია მიმდინარეობს. ეს მათთან დიდი ხნით ადრე იყო, სანამ ტრამპი მოვიდოდა. კიდევ ერთხელ, ეს ობამას ომია. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. მე მას ომს ვუწოდებ, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო," - განაცხადა ტრამპმა.