აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან რომში შეხვედრას არ გამორიცხავს, სადაც ორივე ქვეყნის ლიდერი რომის პაპის დაკრძალვას დაესწრება.
"ეს შესაძლებელია", - თქვა ტრამპმა.
მანამდე, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინის საკითხზე "საკუთარი დედლაინი აქვს".
"ჩვენ გვინდა, რომ ეს მალე იყოს. გვაქვს დედლაინი. ამის შემდეგ ჩვენ სულ სხვაგვარი დამოკიდებულება გვექნება... წარმოდგენა არ გაქვთ რა ზეწოლას ვახდენ რუსეთზე", - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო შეხვედრა ტრამპმა და ზელენსკის შორის თებერვლის ბოლოს მოხდა, როცა უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მაშინ, ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, რის შემდეგაც ცივილიზებულმა სამყარომ ტრამპი გააკრიტიკა და ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადა.