აზერბაიჯანის ინფორმაციით, სომხეთმა განჯა დღესაც დაბომბა

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი Twitter-ზე წერს, რომ სომხურმა მხარემ განჯა დღესაც დაბომბა. 

სომხეთის შეარაღებულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე განჯასა და სხვა ქალაქებში, მათ შორის, ბარდასა და ბეილაგანში. ეს სომხების ლიდერის სისუსტისა და პანიკის ნიშანია, - წერს ჰაჯიევი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 4 ოქტომბერს სომხურმა მხარემ განჯაში აზერბაიჯანელების სამხედო ბაზები და აეროპორტი დაბომბა. 

ცნობისთვის, მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. განჯის დაბომბვამდე რამდენიმე საათით ადრე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა მხარემ ქალაქ ტერტერსა და გორადიზზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. აზერბაიჯანმა კი, ილჰამ ალიევის თქმით, 8 დასახლებული პუნქტი დაიკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი