"ახლახან ჩამოვედი რომში. კარგი დღეა რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის. ისინი ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან. ახლა ორივე მხარე ერთმანეთს უნდა შეხვდეს ძალიან მაღალო დონეებზე, რათა დაასრულონ ეს ყველაფერი. ყველა ძირითადი პუნქტი შეთანხმებულია. შეწყვიტეთ სისხლისღვრა, ახლავე. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც საჭირო იქნება, რომ შუამავლობა გავუწიოთ ან ბოროტი და უაზრო ომის დასრულებას."
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა.
დონალდ ტრამპი, ისევე როგორც მსოფლიოს არაერთი ლიდერი, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკი, იტალიაში რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად არის ჩასული.