რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიის დაწყებამდე ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის გამართულ შეხვედრას ადასტურებს როგორც თეთრი სახლი, ასევე ზელენკის ოფისი.
თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის სტივენ ჩუნგის განცხადებით, დღეს პრეზიდენტებს შორის პირადი შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში ძალიან პროდუქტიული დისკუსია შედგა. დამატებითი დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.