"მომდევნო კვირა გადამწყვეტი იქნება უკრაინაში ომის შესაჩერებლად შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებებში" | რუბიო

გამოქვეყნდა:

"მომდევნო კვირა გადამწყვეტი იქნება უკრაინაში ომის შესაჩერებლად შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებებში" - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა. მისი თქმით, აშშ მომავალ კვირაში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხში, მხარეთა პროგრესს შეაფასებს და გადაწყვეტს, სურს თუ არა სამშვიდობო პროცესში მონაწილეობის გაგრძელება.

"ვფიქრობ, ეს ძალიან კრიტიკული კვირა იქნება. ეს კვირა მართლაც მნიშვნელოვანი კვირა იქნება და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გავაგრძელებთ თუ არა ამ ომში მონაწილეობას, თუ დროა ყურადღება გავამახვილოთ სხვა საკითხებზე...

მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს მოხდეს, არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი, მაგრამ ასევე არსებობს რეალისტობის საფუძველი. ჩვენ ახლოს ვართ, მაგრამ საკმარისად ახლოს არ ვართ," - განაცხადა რუბიომ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი