რუსებმა კონსტანტინოვკა დაბომბეს, შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა დონეცკის ოლქში, დღეს დილას, კონსტანტინოვკაზე სამი საჰაერო დარტყმა განახორციელეს, შედეგად დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე და ოთხი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის პროკურატურა ავრცელებს

პროკურატურის ცნობით, დაახლოებით დილის 11 საათზე დარტყმის დროს, რუსულმა ძალებმა საცხოვრებელ უბანზე FAB-250 ტიპის ბომბები ჩამოაგდეს, რის შედეგადაც 21 სახლი დაზიანდა.

დაღუპულთა შორის იყვნენ 47 და 48 წლის დაქორწინებული წყვილი, ასევე 78 წლის კაცი. დაშავებულებს აფეთქების შედეგად მიყენებული ჭრილობები და დაჟეჟილობები აღენიშნებათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი