აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ მინერალების შესახებ შეთანხმება მის ხელმოწერამდე გაწეულ დახმარებას არ მოიცავს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, სკოტ ბესენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"მთავარია, რომ ჩვენ მკაფიოდ გვაქვს განსაზღვრული ჩვენი წითელი ხაზები, შეთანხმება უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ ვალდებულებებს და ასევე არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. ის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. მიღწეულია შეთანხმება, რომ დოკუმენტი [მინერალების შესახებ შეთანხმება] არ მოიცავს მის ხელმოწერამდე გაწეულ დახმარებას," - წერს შმიგალი.
ასევე, შმიგალის განცხადებით, უკრაინა კვლავ გააგრძელებს პარტნიორებისგან მხარდაჭერის მიღებას. მისი თქმით, 2025 წლის დაფინანსება სრულად უზრუნველყოფილია, 2026–2027 წლებისთვის კი უკვე არსებობს ნაწილობრივი შეთანხმებები.