"პუტინი ცეცხლის დროებით შეწყვეტას გვთავაზობს, ტრამპს ცეცხლის სრულად შეწყვეტა უნდა" | თეთრი სახლი

გამოქვეყნდა:

"პუტინმა დღეს ცეცხლის დროებითი შეწყვეტა შემოგვთავაზა. პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა: ჯერ საჭიროა ცეცხლის სრულად შეწყვეტა", - ასე უპასუხა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლან ლევიტმა ვლადიმერ პუტინის განცხადებას ცეცხლის 3-დღიან შეწყვეტაზე.

ამასთან, ლევიტის თქმით, ტრამპი სულ უფრო მეტად არის იმედგაცრუებული პუტინით და ასევე ვოლოდიმირ ზელენსკით, იმის გამო, რომ მხარეები არ სხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა ომის დასრულებაზე შეთანხმდნენ.

ცნობისთვის, 8 მაისის შუაღამიდან 11 მაისის შუაღამემდე რუსეთი სამხედრო მოქმედებებს აჩერებს. რუსეთის მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება პუტინმა 9 მაისის აღსანიშნავად, "ჰუმანიტარული მოსაზრებებით" მიიღო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი