რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში ე.წ. დრონებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 12 წლის ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ 3 ადამიანი, მათ შორის 6 წლის ბავშვი დაშავდა. ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი ლისაკი ავრცელებს.
"ნაწილობრივ დაზიანდა კერძო სახლი, კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლი და ავტოფარეხი", - თქვა ლისაკმა.
გარდა ამისა, უკრაინული მედიის ცნობით, იერიში მიიტანეს სინელნიკოვის რაიონზე, რა დროსაც 47 წლის ქალი დაშავდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.