აზერბაიჯანმა ყარაბაღის დედაქალაქი სტეფანაკერტი და ქალაქი შუშა დაბომბა - სომხეთი

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტსა და ქალაქ შუშაზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას სომეხი პოლიტიკოსი და აქტივისტი, ზარუჰი ბატოიანი Facebook-ზე ავრცელებს. მისი თქმით, აზერბაიჯანის სამიზნე მშვიდობიანი მოსახელობაა. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის მტკიცებით, დღეს სომხეთმა განჯა უკვე მეორედ დაბომბა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ "ეს სომხების ლიდერის სისუსტისა და პანიკის ნიშანია".

ცნობისთვის, მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. განჯის დაბომბვამდე რამდენიმე საათით ადრე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა მხარემ ქალაქ ტერტერსა და გორადიზზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. აზერბაიჯანმა კი, ილჰამ ალიევის თქმით, 8 დასახლებული პუნქტი დაიკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი