ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერი და უკრაინის იუსტიციის მინისტრი, ოლგა სტეფანიშინა ამბობს, რომ უკრაინა და უნგრეთი შეთანხმდნენ, 12 მაისიდან გამართონ რეგულარული კონსულტაციები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის გასაახლებლად
„ჩვენ შევთანხმდით, რომ 12 მაისიდან ბუდაპეშტში უკრაინული და უნგრული მხარეების გუნდები რეგულარულად იმუშავებენ მანამ, სანამ არ განვსაზღვრავთ ამოცანების სრულ ჩამონათვალს თერთმეტი რეკომენდაციის ფარგლებში, რომლებიც უნგრეთის მხარის შეშფოთების საგანია“, -
ჩვენ ველოდებით, რომ ამ კვირის განმავლობაში ვიმუშავებთ უნგრეთის მხარის საპირისპირო წინადადებებზე და 12 მაისს შუალედურ შედეგებს ველოდებით... იმედი მაქვს, რომ ამ დიალოგს ექნება ყველა შანსი, რომ გზა გაუხსნას მოლაპარაკებების პროცესის გახსნას“, - განაცხადა სტეფანიშინამ.
მისივე თქმით, დღეს გაიმართა შეხვედრა, სადაც უკრაინულ მხარეს უნგრული მხარისგან რადიკალური ან ნეგატიური განცხადებები არ მოუსმენია.
შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას ბლოკავს.