Bloomberg: უკრაინამ აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწეროს

გამოქვეყნდა:

უკრაინამ აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწეროს. ინფორმაციას Bloomberg-ი საკითხთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, მხარეები იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების საბოლოო პროექტზე, რომელიც უკრაინაში საინვესტიციო პროექტების მართვის ერთობლივი ფონდის შექმნას ითვალისწინებს, უკვე შეთანხმდნენ და მზად არიან, რომ შეთანხმებას ხელი დღესვე მოეწეროს.

Bloomberg-ის ცნობით, უკრაინის ეკონომიკის მინისტრი, იულია სვირიდენკო ვაშინგტონში ხელმოწერისთვის მიემგზავრება.

"შეთანხმების ფარგლებში, აშშ და უკრაინა შეეცდებიან შექმნან პირობები "უკრაინაში სამთო მრეწველობაში, ენერგეტიკასა და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებში ინვესტიციების გასაზრდელად", - ნათქვამია Bloomberg News-ის მიერ ნანახი დოკუმენტის პროექტში.

ამასთან, უკრაინული მედია რადას დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის კომენტარსაც ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი ძალიან მალე მოეწერება.

"ახლახან დავბრუნდი ვაშინგტონიდან და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უახლოეს მომავალში, დიდი ალბათობით, ამ კვირაში, ჩვენ გავიგებთ შეთანხმებაზე ხელის მოწერის შესახებ", - თქვა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, უკრაინა-ამერიკის შეთანხმება მინერალებზე უკრაინის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის დროს უნდა გაფორმებულიყო, თუმცა ტრამპსა და ზელენსკის  შორის მომხდარმა საჯარო დაპირისპირებამ ხელმოწერა ჩაშალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი