აშშ-მა უკრაინას სათადარიგო ნაწილებისთვის ჩამოწერილი, არაოპერაციული F-16-ები, ევროპის მიერ გაგზავნილი საბრძოლო თვითმფრინავების მზარდი ფლოტის მხარდასაჭერად, გადასცა. აღნიშნული ინფორმაცია TWZ-ს აშშ-ის საჰაერო ძალებმა დაუდასტურა.
TMZ-ის ინფორმაციით, აშშ-ს საჰაერო ძალების წარმომადგენლის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო უკრაინის მიერ მიღებული ევროპული F-16-ების ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს - კერძოდ, ბრძოლისთვის გამოუსადეგარ F-16-ებს გზავნის, რომლებიც სათადარიგო ნაწილებად გამოიყენება.
საჰაერო ძალების წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული F-16-ები ამოღებულია აშშ-ის აქტიური გამოყენებიდან და არ არის საფრენი. მნიშვნელოვანია, რომ მათ არ აქვთ ისეთი კრიტიკული კომპონენტები, როგორიცაა ძრავა ან რადარი და მათი ხელახლა შექმნა ოპერაციული გამოყენებისთვის შეუძლებელია.