რუსებმა ქალაქი ზაპოროჟიე დაბომბეს | დაშავებულია 29 ადამიანი

გამოქვეყნდა:

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 29 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი ივან ფედოროვი ავრცელებს. 

თავდასხმა ხუთშაბათს, გვიან ღამით მოხდა. ფედოროვის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ქალაქზე სულ მცირე 10 დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაზიანდა კერძო სახლები, ათობით მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ინფრასტრუქტურული ობიექტები.

სამაშველო ჯგუფებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი გადაარჩინეს. დაშავებულებიდან 12 სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ასევე, უკრაინის სახელმწიფო რკინიგზის "უკრზალიზნიცის" განცხადებით, ზაპოროჟიეზე თავდასხმამ საწარმო დააზიანა, რომელიც სპეციალიზებულია სამგზავრო ელექტრო ლოკომოტივების შეკეთებაზე. ფედოროვის განცხადებით, ქარხანა მნიშვნელოვანი დაზიანების გამო ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი