რუსეთის მოსახლეობის 55%-ს არ სჯერა, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის მოსახელობის 55%-ს არ სჯერა, რომ ოპოზიციონერი და პუტინის მთავარი კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი მოწამლეს. 

კვლევა Levada Center-მა გამოაქვეყნა. ნავალნის მოწამვლას მოსახელობის მესამედი - 33% იჯერებს. Levada-მ ჯამში 18 და მეტი წლის 1605 ადამიანი გამოიკითხა. მათგან, ვისაც ოპოზიციონერის მოწამვლის სჯერა, მხოლოდ 30% ფიქრობს, რომ საქმე რუსეთის მთავრობას უკავშირდება. 

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში 20 აგვისტოს მოათავსეს

ნავალნის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები მისი ცუდად გახდომის დღიდან ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიციონერი პუტინის დაკვეთითაა მოწამლული. თავის მხრივ კრემლი  უარყოფს ამ ბრალდებას.

ცნობისთვის, ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში 22 აგვისტოს გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც 21 აგვისტოს ევროკომისიამ განცხადება გაავრცელა და მოსკოვს ნავალნის გერმანიაში გაშვებისკენ მოუწოდა.

2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ  ოპოზიციონერი ნოვიჩოკის ნერვული აგენტითაა მოწამლული. 

ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამვლა პირველი შემთხვევა არაა. 2018 წლის მარტს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის იულია სკრიპალის სოლსბერიში მოსაწამლად სწორედ ნოვიჩოკი გამოიყენეს.

14 აგვისტოს ალექსეი ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლა შევედეთისა და საფრანგეთის დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმაც დაადასტურეს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი