3 მაისის ღამეს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში: სევასტოპოლში, ფეოდოსიასა და ქერჩში აფეთქებების ხმა ისმოდა. რუსული მედიის ინფორმაციით, მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ რამდენიმე უკრაინული დრონი ჩამოაგდო.
მოგვიანებით, აფეთქებები მოხდა ნოვოროსიისკში, კრასნოდარის მხარეში. აფეთქებები იყო ანაპასა და ვიტიაზევოშიც. ყირიმის ხიდზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია.
აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა როსტოვის ოლქშიც.
ნოვოროსიისკის მერის ანდრეი კრავჩენკოს განცხადებით, .უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონების მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ნოვოროსიისკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა . ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. გარდა ამისა, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა მარცვლეულის ტერმინალში სამი რეზერვუარი დააზიანა.