რუსი ოკუპანტები მთელი დღის განმავლობაში ნიკოპოლს უტევდნენ | არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტები მთელი დღის განმავლობაში ნიკოპოლს უტევდნენ. ერთ-ერთი თავდასხმის დროს დაშავდა 3 ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

იერიშის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა და მრეწველობის ადმინისტრაციის შენობა, ასევე დაზიანდა 13 საცხოვრებელი სახლი, ხოლო ერთ-ერთი ხანძარიც გაჩნდა. დაიწვა რამდენიმე ავტომობილი.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი