ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მოამზადა

გამოქვეყნდა:

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მოამზადა, რომელიც რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ შეზღუდვების გამკაცრებას ითვალისწინებს. კერძოდ, გაორმაგდება სანქცირებული რუსული გემების რაოდენობა. სანქციების სიას 60 ფიზიკური და იურიდიული პირი და 150 გემი დაემატება. ჯამში, პაკეტის დამტკიცების შემდეგ, სანქცირებული გემების საერთო სია შესაძლოა 300-ზე მეტი იყოს. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 20 მაისს, ბრიუსელში მიიღებენ.

ახალი სანქციების მიღებას ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება, უნგრეთი კი რეგულარულად ვეტოს უფლების გამოყენებით იმუქრება, ამიტომ, პროექტში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი