გვიან ღამით, რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სულ მცირე, 8 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა თავდასხმის დროს ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა. კლიჩკოს თქმით, იერიშის შედეგად დაშავებულებს შორის არიან ბავშვები - ყველა დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
რამდენიმე რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და გაჩნდა ხანძარი.