უკრაინამ რუსულ აეროდრომებზე იერიში მიიტანა | რუსული მხარის ცნობით, ბაზებზე 9 მაისის აღლუმის ტექნიკაა განლაგებული

გამოქვეყნდა:

უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის, ანდრეი კოვალენკოს ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის კალუგის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომ "შაიკოვკასა" და მოსკოვის ოლქში მდებარე ავაიბაზა "კუბინკაზე" იერიშები მიიტანა.

"დარტყმები განხორციელდა მეტოქის 2 აეროდრომზე", - თქვა კოვალენკომ.

კოვალენკოს თქმით, "შაიკოვკას" აეროდრომზე განთავსებულია Tu-22M3 ბომბდამშენები და ინახება რაკეტები, მათ შორის Kh-22, ხოლო "კუბინკაზე", რომელიც მოსკოვის ოლქშია, ინახება Су-27 და МиГ-29.

ამასთან, რუსული მხარის ცნობით, დარტყმა იმ ადგილებზე მოხდა, სადაც 9 მაისის აღლუმში მონაწილე პერსონალი და ტექნიკა იყო განლაგებული.

შაიკოვკას აეროდრომი
"შაიკოვკა" რუსეთის შეიარაღებული ძალების პირველი კლასის სამხედრო აეროდრომია, რომელიც მდებარეობს კალუგის ოლქის დასავლეთ ნაწილში. აქ განთავსებულია 52-ე მძიმე ბომბდამშენთა ავიაციის პოლკი (სამხედრო ნაწილი 33310). 

კუბინკას საჰაერო ბაზა
"კუბინკა" რუსეთის მოსკოვის ოლქში საჰაერო ბაზაა, რომელიც კუბინკას ქალაქიდან 5 კილომეტრში ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. მოსკოვთან სიახლოვის გამო, ის, როგორც წესი, რუსეთის საჰაერო ძალების ელიტურ ესკადრილიებს მასპინძლობს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი