ვატიკანში სიქსტეს კაპელის საკვამურიდან შავი კვამლი ამოვიდა, რაც იმის ნიშანია, რომ შეკრებილმა 133 კარდინალმა რომის ახალი პაპი ისევ ვერ აირჩია.
პირველი კენჭისყრა გუშინ გაიმართა, თუმცა კარდინალები საერთო კანდიდატზე ვერ შეჯერდნენ. მეორე კენჭისყრა დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე ჩატარდა, თუმცა ისიც უშედეგოდ. აღსანიშნავია, რომ მეორე კენჭისყრის დროს პროცედურულად სიქსტეს კაპელის საკვამურიდან შავი კვამლი არ გამოჩენილა, ის მესამე კენჭისყრის შემდეგ ამოუშვეს.
ცნობისთვის, შემდეგი კენჭისყრა დაახლოებით 17:30 საათზე (თბილისის დროით 19:30) და 19:00 საათზე (21:00) უნდა ჩატარდეს.
როგორ ხდება ახალი პაპის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადება?
თეთრი კვამლის გამოჩენიდან 1 საათის განმავლობაში, ახალი პაპი წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებთან, აივანზე გამოდის. კონკლავში მონაწილე უფროსი კარდინალი გადაწყვეტილებას სიტყვებით "Habemus Papam" აცხადებს, რაც ლათინურად ნიშნავს - "ჩვენ გვყავს მამა". შემდეგ ის ასახელებს ახალი პაპის სახელს, რომელიც მან თავისი პონტიფიკატისთვის აირჩია - ეს შეიძლება იყოს მისი ნამდვილი სახელი ან ახალი.
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში, 21 აპრილს გარდაიცვალა. ის 26 აპრილს დაკრძალეს. ფრანცისკეს გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა.
ამავე თემაზე: