უკრაინის რადამ აშშ-სთან მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

გამოქვეყნდა:

უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციას. შეთანხმების რატიფიკაციას 338-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ შეთანხმების რატიფიცირება შექმნის სამართლებრივ საფუძველს უკრაინისა და აშშ-ის მთავრობებს შორის ამერიკულ-უკრაინული საინვესტიციო აღდგენის ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმების განხორციელებისთვის.

პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება უკრაინის კონსტიტუციურ პრინციპებს ითვალისწინებს.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ, რაც უკრაინის ბუნებრივ რესურსებზე ერთობლივ წვდომას ითვალისწინებს.

პირველი ვიცე-პრემიერის - ეკონომიკის მინისტრის იულია სვირიდენკოს თქმით, ეს ფონდიუკრაინაში გლობალურ ინვესტიციებს მოიზიდავს. ფონდი 50/50 პროპორციით იქმნება და არცერთ მხარეს არ ექნება გადამწყვეტი ხმის უფლება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი