დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების საქმეში შუამავლის როლის შესრულება სთხოვა, ამის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet წერს.

გაზეთი ერდოღანს ისეთ ლიდერად მოიხსენიებს, რომელსაც შეუძლია როგორც ვლადიმერ პუტინთან, ასევე ვლადიმერ ზელენსკისთან მოლაპარაკება. Hurriyet-ის ცნობით, ერდოღანი "დადებითად არის განწყობილი მედიაციის წინადადების მიმართ".

ტრამპსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი 5 მაისს შედგა. აშშ-ის პრეზიდენტმა მას "კარგი და პროდუქტიული" უწოდა, თურქეთის პრეზიდენტმა კი - "მნიშვნელოვანი და გულწრფელი". ორივე ლიდერის თქმით, მათ ორმხრივი მოწვევები მიიღეს: ტრამპი თურქეთს ეწვევა, ერდოღანი კი ვაშინგტონს. გარდა ამისა, პრეზიდენტებმა სირიისა და ღაზის საკითხებზე იმსჯელეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი