კიევის ოლქში, ბუჩას რაიონის სოფელ სოფიივსკა ბორშჩაგივკაში შეიარაღებულმა კაცმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაღუპულის შესახებ. უკრაინული მედიის ინფორმაციით დამნაშავის დასაკავებლად ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
როგორც კიევის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია აღნიშნული, პოლიცია ბუჩას რაიონში სროლის გარემოებებს ადგენს, რომლის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ადგილზე ამ დროისთვის ყველა სასწრაფო დახმარების სამსახური მუშაობს.
შეტყობინება სროლის შესაახებ პოლიციაში ადგილობრივი დროით 15:22 საათზე შევიდა.
ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი პოლიციას თავად ჩაბარდა.